მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იქნება ვაქცინაციის აგრესიული საინფორმაციო კამპანია - გამყრელიძე

6183a99604189
ინგა მურუსიძე
04.11.21 13:54
1006
უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის წასახალისებლად არჩევნების მსგავსი აგრესიული კამპანია დაიწყება. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

„დღეს საბჭოზე იყო განხილვა ვაქცინაციის შემდგომი განვითარების ხელშემწყობი ღონისძებების შესახებ. გადაწყვეტილებაა, რომ წარდგენილია და განხილული იქნება ძალიან ძლიერი, აგრესიული საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც დაახლოებით იმ რანგში იქნება, რაც არის ხოლმე არჩევნების დროს.

იქნება გარკვეული წახალისებები სხვადასხვა ფორმით აცრილებისთვის, განსაკუთრებით 60 წელს ზემოთ ასაკში და სასოფლო დასახლებებში მყოფი ადამიანებისთვის. ასევე განვიხილეთ „მწვანე პასპორტის კონცეფცია დეტალებით, რამაც აცრებს სტიმული უნდა გაუკეთოს. ეს მეთოდი ბევრ ქვეყანაში განიხილება. გაგრძელდება მარათონი, შედარებით სახეცვლილი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები