მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ბერაია იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ირაკლი ბერაია
BM. GE
13.01.25 18:11
2608

"ქართული ოცნების" იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დანიშნა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ბერაია "ქართული ოცნების" წევრი იყო სამი მოწვევის პარლამენტში. ის პროფესიით ეკონომისტია. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. სამინისტროს ინფორმაციით, ბერაია პოლიტიკურ საქმიანობამდე ბანკში მუშაობდა.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ანრი ოხანაშვილს სამი მოადგილე ჰყავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები