„ოცნების“ თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ირაკლი კობახიძის ბრძანების მიხედვით, ირაკლი ჩიქოვანის მოადგილედ გიორგი ლილუაშვილის დაინიშნა.
ირაკლი კობახიძემ 17 თებერვლის ბრძანებით, თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ პაატა პატიაშვილი დანიშნა, რომელიც აქამდე მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დღეისთვის ირაკლი ჩიქოვანის მოადგილეები არიან: პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი და მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე, სერგო ჯანელიძე, გელა გელაძე.
გიორგი ლილუაშვილის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ ინფორმაცია უწყების ვებგვერდზე წარმოდგენილი ჯერ არ არის.
BM.GE შეეცდება გაარკვიოს საკადრო ცვლილების შემდეგ, გიორგი ლილუაშვილის ჩათვლით თავდაცვის მინისტრს 5 მოადგილე ეყოლება თუ 4.