საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.
ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
"მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. ის გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ: დღეს დილით თავად მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელიც მისივე თქმით, ბათუმში არის ჩაწერილი.
მთელი დღის განმავლობაში კი შსს და ხელისუფლების წევრები უარყოფდნენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მესამე პრეზიდენტი საქართველოში იყო.