მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

6283aecab3727
მარიამ იზორია
17.05.22 18:24
910
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა.

შეხვედრაზე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივები განიხილეს.

ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა აფასებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევ მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც ქვეყანა ევროკომისიის შეფასების და საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია.

გაფართოებული შეხვედირს შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრაც გამართეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები