მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობა არაა იდეალური

60339fd4b5b58
ინგა მურუსიძე
22.02.21 16:16
615
პარლამენტში საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს. ამ წუთებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს თავის ხედვებს აცნობს.

მისი თქმით, ძალიან რთულია სიცრუის მანქანასთან ბრძოლა, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ბრალდებებს და სიცრუეს გაეცეს საკადრისი პასუხი.

„ჩვენ არ ვართ უშეცდომოები, ჩვენი მთავრობა არ არის იდეალური. შეცდომები ყველას მოსდის, მათ შორის - ჩვენც. შეცდომები მოგვივიდა, ალბათ კიდევ მოგვივა, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდომები და რაც მთავარია, ეს არ უნდა იყოს სერიოზული პრობლემების შემქმნელი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები