მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი IMF-ის შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

6454ff886af16
BM.GE
05.05.23 17:05
442
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს. აღინიშნა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ, ქვეყანამ ძლიერი ეკონომიკური აღმასვლა აჩვენა და, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, კვლავ გრძელდება ზემოაღნიშნული დინამიკა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა IMF-ის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის განხილვისას, მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მთავრობის მეთაურმა ჯეიმს ჯონს საქართველოს სტრუქტურული, ფინანსური და ეკონომიკური რეფორმების გზაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა კვლავ რეფორმების ერთგულია.

შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი ესწრებოდა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები