მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას

62baa4fdb99f8
მარიამ ვარადაშვილი
28.06.22 10:55
700
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად მადრიდში ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილი სამიტზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიიწვია.

"მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები