მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტშია დაბარებული - მივა თუ არა პრემიერი?

63f35981e15a7
გიგა ბენია
20.02.23 22:00
916

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პარასკევს, 24 თებერვალს, ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოშია დაბარებული.

"ველით მისგან პასუხს, არ მაქვს საბოლოო დასტური", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პრემიერთან ერთად, ოპოზიციონერი დეპუტატები, საგარეო საქმეთა მინისტრის მოსვლას ითხოვენ. როგორც დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, უკვე 6 თვეა, რაც ილია დარჩიაშვილი პარლამენტში არ მიდის.

"6 თვეა, მინისტრი პარლამენტში ვერ მოვიყვანეთ, რათა პასუხი გაგვცეს ერთ მარტივ კითხვაზე: რა პოზიცია აქვს სამინისტროს ბიჭვინთის ანექსიაზე?"- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ამ ეტაპზე არ სცალია.

"ჩვენ გვაქვს ახალი რეგლამენტი, ყოველი თვის სასესიო ბოლო პარასკევს იქნება ინტერპელაციის დღე. მინისტრთან კომუნიკაცია მქონდა. ვინაიდან მას გაეროში ვიზიტი აქვს, ვერ მოვა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები