მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ღარიბაშვილი, სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო, თურქ ერს თანაუგრძნობს

63712a9b2d9b2
BM.GE
13.11.22 21:27
637
"სტამბულში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

მთავრობის მეთაური დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"სტამბულში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობის და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, თავად პრეზიდენტ რეჯეპ ტაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე.

დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვლოცულობთ თურქეთისთვის”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ბოლო მონაცემებით, სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაღუპულია 6 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები