მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ღარიბაშვილმა რეფორმების საბჭოს სხდომა გამართა

62e7d76d32613
თელარა გელანტია
01.08.22 17:37
818
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა.

როგორც მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, მთავრობის მეთაურმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყნის ეროვნული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და მისი განხორციელების შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელა.

რელიზის თანახმადვე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილი თითოეული რეფორმა, პროგრამა, პროექტი მოქალაქეების პირობების გაუმჯობესებას, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის გაძლიერებას ემსახურება.

შეგახსენებთ: "ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო" ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, 2021 წლის აპრილში შეიქმნა. "განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი", - ეწერა პრემიერის ბრძანებაში.

"ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო"მთავრობის სრული შემადგენლობით არის დაკომპლექტებული. ამავე საბჭოს წევრები არიან სებ-ის პრეზიდენტი, თბილისის მერი და ავტონომიური ერთეულების თავმჯდომარეები.

მართალია, "ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათშორისი საბჭო" არსებობს, მაგრამ საქართველოს 10-წლიანი განვითარების გეგმა, რომელიც ამ საბჭოს მთავრობისთვის უნდა წარედგინა, ამ დრომდე, როგორც ერთიანი დოკუმენტი, არცერთ ოფიციალურ ვებგვერდზე არ იძებნება. ყველა უწყება მხოლოდ ზოგადი პრეზენტაციებით შემოიფარგლა.

ირაკლი ღარიბაშვილის 10-წლიანი გეგმის ძიებაში: სად არის დოკუმენტი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები