მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებაზე სტრატეგიის შემუშავების პროცესი, რომელზეც Rothschild & Co-ი კომპანია KAISER PARTNER-ი მუშაობენ აქტიურ ფაზაშია.
სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს Rothschild & Co-ისა და KAISER PARTNER-ის მმართველ დირექტორებთან არიელ მალარდ დე როტშილდსა და შტეფან ლინიგერთან განიხილა.
მთავრობის მეთაურმა კომპანიების ხელმძღვანელებს ამ პროცესში საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და კიდევ უფრო გააქტიურებას, რაც ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, დოკუმენტის პირველად ვერსიაზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დასრულდება.




























