მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს|ადვოკატი

ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოს სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს.

tv პირველის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებადამცველების თქმით, "ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსანს მცირეწლოვან შვილებთან ხანგრძლივი პაემანი 26 აგვისტოს ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა გაუუქმეს.

თავის მხრივ, პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული, შესაბამისად, არ ყოფილა პაემანი ჩანიშნული და არც გაუქმებულა

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, ლილი გელაშვილი ლევან იოსელიანს მოუწოდებს, რუსთავის ციხეში თვითონ ან მისი წარმომადგენელი ექს-პრემიერთან შევიდეს.

26 აგვისტოს ჩანიშნული იყო ხანგრძლივი პაემანი, მას უნდა ენახა თავისი [შვილები], კონკრეტულად ეს იყო მიზანი იმიტომ, რომ სამი თვეა მას არ უნახავს მცირეწლოვანი შვილები და ეს პაემანი გაუუქმეს. გახდა მისთვის ცნობილი, რომ პაემანი აღარ შედგებოდა. ჩანიშნული პაემნის გაუქმება როგორ არის სიცრუე - ეს არ არის რთული გადასამოწმებელი.

მოვუწოდებ სახალხო დამცველს, თვითონ, ან მისი წარმომადგენელი შევიდნენ ისევ იმიტომ, რომ ეს მართლაც აუცილებელია, როდესაც მცირეწლოვან შვილებს სამი თვის განმავლობაში არ გაჩვენებენ და გიუქმებენ, ეს რა თქმა უნდა, მისი უფლებები დარღვევაა და გადაამოწმოს სახალხო დამცველმა სიმართლეს ვამბობთ ჩვენ, თუ [პენიტენციური სამსახურის] განცხადება," - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი.

მისივე ცნობით, მიმდინარე მოვლენებზე ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას, სავარაუდოდ, ხვალ გააკეთებს. ადვოკატის თქმითვე, მისი შეფასებაც და პოზიციაც საზოგადოებისთვის ხვალ იქნება ცნობილი.

"სამი თვეა თავისი მცირეწლოვანი შვილები არ უნახავს და 26 აგვისტოს იგეგმებოდა ბავშვებთან შეხვედრა და გაუქმდა. გრძელვადიანი პაემანი იყო და მინდა გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით, ფაქტია, რომ გაუქმდა. მესამე პაემანით შესაძლებლობას იძლევა კანონი და შესაბამისად, შეთანხმებული იყო და მას ეძლეოდა შესაძლებლობა მანამდე, რომ გრძელვადიანი პაემნით ესარგებლა და თავისი მცირეწლოვანი შვილები ენახა, რაც პირობითად, 12 იანვრის შემდგომ ორჯერ მოხერხდა სულ მის შვილებთან შეხვედრა და ბუნებრივია, ელოდებოდა ამ დღეს, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ეს," - ამბობს მეორე ადვოკატი ნათია თამაზაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები