დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ირაკლი გილაურს "საქართველოს კაპიტალის" (CGEO) აღმასრულებელი დირექტორის კონტრაქტი 2025 წლის 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივდა.
შეგახსენებთ, რომ გილაური "საქართველოს კაპიტალს" 2018 წელს BGEO-ს გაყოფიდან მოყოლებული ხელმძღვანელობს.
გაყოფის შემდეგ ერთი კომპანია საბანკო ("საქართველოს ბანკის ჯგუფი" - Bank of Georgia Group), ხოლო მეორე - საინვესტიციო ბიზნესი ("საქართველოს კაპიტალი"- Georgia Capital) ჩამოყალიბდა. პროცესის დასრულების შემდგომ, დამოუკიდებლად, ორივე კომპანიის აქციები განთავსებული იქნება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.
ირაკლი გილაური საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში 2015 წლის სექტემბრიდან გადავიდა, მანამდე, 2006 წლის მაისიდან 2015 წლის სექტემბრამდე, მას "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის პოსტი ეკავა.



























