მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა

ჩინეთის ელჩი

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.

შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებულ თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას.

"ხაზი გაესვა ჩინეთის ელჩის განსაკუთრებულ როლს ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ, კულტურულ და ხალხთაშორის ურთიერთობებში", - წერს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

ქართული ოცნების მთავრობამ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ხელი 2023 წლის 31 ივლისს მოაწერა. ამასთან, საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2017 წელს გაფორმდა, რაც ძალაში 2018 წლიდან შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები