საჯარო დისკუსია მთლიანად დაამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საჯარო დისკუსიის შემდეგ მთლიანად გამოეცლებოდა მათ პროპაგანდას საფუძველი, შესაბამისად, ეს არის მათი უარის მიზეზი.
„გახსოვთ, რომ ასეთივე შეთავაზება გავუკეთეთ ჩვენ ამ ადამიანებს „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, მაშინაც შევთავაზეთ ნებისმიერ ჯგუფს, მათ შორის ახალგაზრდებს, პოლიტიკოსებსა და ნებისმიერ სხვას, მოსულიყვნენ ჩვენთან და გაემართათ საჯარო დისკუსია, თუმცა მაშინაც ამ შეთავაზებაზე მივიღეთ უარი. აქაც გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად იციან, სად არის სიმართლე, კიდევ ერთხელ ითქვა, მათი მხრიდან უარი. ეს მეტყველებს ყველაფერზე. ამ საჯარო დისკუსიის შემდეგ მთლიანად გამოეცლებოდა მათ პროპაგანდას საფუძველი, შესაბამისად, ეს არის მათი უარის მიზეზი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პაპუნა ჯანელიძის შემდეგ, "ქართული ოცნების" მაღალი თანამდებობის პირებთან დებატებზე უარი თქვა თინა ხიდაშელმაც.
კობახიძე ამბობს, რომ საჯარო დისკუსიას სთავაზობს ადამიანების ნებისმიერ ჯგუფს, პირველ რიგში კი გულწრფელ ადამიანებს, რომელთაც აქვთ პროტესტის განცდა.




























