მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე ევროპასა და ცენტრალურ ADB-ის დირექტორს, აბებე ადუგნას შეხვდა

მსოფლიო ბანკი ირაკლი კობახიძე აბებე ადუგნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კეთილდღეობის საკითხებში, აბებე ადუგნას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობას, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას.

"ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის ანალიტიკური კვლევების მნიშვნელობას მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და შრომის ბაზრის განვითარების მიმართულებით. ყურადღება დაეთმო ბანკის ჩართულობას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, მათ შორის, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარებაში", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ამ ეტაპზე, საქართველოში დაახლოებით 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 10 პროექტი ხორციელდება, მათ შორის ერთ-ერთი უკანასკნელი პროექტია ტრანსკასპიური დერეფნის საინვესტიციო პროექტი, რომელშიც მსოფლიო ბანკი 372 მილიონი დოლარით მონაწილეობს. პროექტის შედეგად საქართველოს რკინიგზისთვის ახალი ლოკომოტივების შესყიდვა ფინანსდება, ასევე პროექტი მოიცავს კახეთში ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთების მშენებლობის დაფინანსებასაც.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები