ირაკლი კობახიძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გაეროს შორის არსებულ მრავალწლიან თანამშრომლობას, ისაუბრეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ასევე მრავალმხრივი პარტნიორობის მნიშვნელობაზე სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და უსაფრთხოების გამოწვევებს. ირაკლი კობახიძემ გუტიერეშს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა გენერალური ასამბლეის მიერ დევნილთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა, გაეროს როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები“.
შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, სადაც გენერალური დებატების მთავარი თემა მშვიდობა, უსაფრთხოება და მდგრადი განვითარებაა.
























