მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძე ისრაელის ელჩს ჰადას მეიცადს შეხვდა

ჰადას მეიცადი კობახიძე

"ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებსა და განსაკუთრებულ მეგობრობას.

"პრემიერ-მინისტრმა ელჩს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და ხაზი გაესვა დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - წერია გავრცელებულ პრესრელიზში.

ცნობისთვის, ჰადას მეიცადი დიპლომატიურ მისიას მიმდინარე თვის ბოლოს ასრულებს. ის ისრაელის ელჩის პოსტს 3 წლის განმავლობაში იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები