მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოსთან საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ირაკლი კობახიძე

ნაყოფიერი საუბარი მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბრისას ხაზი გაესვა პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას.

“ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ”, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები