ერთმნიშვნელოვნად, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა არის პროვოკაცია, რომელიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს. ამ დანაშაულის გამოძიება არის დაწყებული და მე დიდი იმედი მაქვს, რომ დამნაშავე რაც შეიძლება მალე გამოვლინდება, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მას დიდი იმედი აქვს, რომ დამნაშავე რაც შეიძლება მალე გამოვლინდება.
„პირველ რიგში, მინდა გავაკეთო განცხადება მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ერთმნიშვნელოვნად, ეს არის პროვოკაცია, რომლის ერთადერთი მიზანიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს. ამ დანაშაულის გამოძიება არის დაწყებული და მე დიდი იმედი მაქვს, რომ დამნაშავე რაც შეიძლება მალე გამოვლინდება. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამართავს ბრიფინგს, სადაც დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია თავდასხმა ოპერატორზე, რომელსაც თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიადგა. ასეთი ფაქტები ხელს აძლევს მხოლოდ რადიკალებს, რომელთა მთავარი მიზანი არის ვითარების ხელოვნურად დაძაბვა ჩვენს ქვეყანაში და დედაქალაქში“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ბოლო 10 დღის განმავლობაში, პროევროპული აქციების გაშუქებისას რეპრესიული ძალების მხრიდან თავდასხმის შედეგად არაერთი ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა.
გუშინ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს პირდაპირი ჩართვის დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. ორივე მათგანს ტვინის შერყევა აქვს.
"ტვ პირველის" მფლობელმა, ვატო წერეთელმა $25 000 დააწესა ჯილდო მათთვის, ვინც მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე თავდამსხმელებზე ინფორმაციას მიაწვდის.




























