მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძე მზადაა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბროს

ირაკლი კობახიძე
09.03.26 15:34
488

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ მზაობას აცხადებს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ყველა იმ საკითხზე იმსჯელოს, რაც საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, დელეგაციასთან ერთად არის ჩამოსული და დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ მზად ვართ, ვიმსჯელოთ ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებს. ასევე, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ორმხრივ თანამშრომლობაზე საქართველოსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის. ეს იქნება დღის წესრიგის ძირითადი საკითხები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები