მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე ოპონენტებს საჯარო დისკუსიისთვის თავისი პირობით იწვევს

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოპონენტებს, რომლებიც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ "ოცნების" გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან, ხვალ 4 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გუშინ, პრემიერთან აღნიშნულ საკითხზე დისკუსიისთვის მზაობა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა პაპუნა ჯანელიძემ და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გამოთქვეს, რაზეც კობახიძემ გუშინვე დადებითი პასუხი გასცა. დღეს მთავრობის ადმინისტრაცია გამართულ ბრიფინგზე კი განაცხადა, რომ დროს და პირობას ცოტა ხანში გააჟღერებდა.

ირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსიას შემდეგი პირობით თანხმდება:

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვა რამდენიმე ყოფილმა და მოქმედმა პოლიტიკოსმა. ვთავაზობთ მათ, ათამდე თანამოაზრესთან ერთად, ხვალ მობრძანდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, რათა გავმართოთ საჯარო დისკუსია პირდაპირი ეთერის ფორმატში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები