მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე პაპუაშვილთან ერთად ჯანელიძეს და ხიდაშელს საჯარო დისკუსიას ამჯერად საზმაუზე სთავაზობს

კობახიძე პაპუაშვილი

ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი ყოფილ მინისტრებს პაპუნა ჯანელიძეს და თინა ხიდაშელს დისკუსიის გამართვას, ხვალ - 4 დეკემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე სთავაზობენ.

ეს "ქართული ოცნების" პრემიერის მხრიდან ოპონენტებისთვის დისკუსიის პირობების მეორე შეთავაზებაა. საქმე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრებმა, "ოცნების" მიერ 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების საკითხზე ირაკლი კობახიძესთან დისკუსიისთვის მზაობა გამოთქვეს, პრემიერმა განაცხადა, რომ პირობებს დღეს გააჟღერებდა. მან დღის მეორე ნახევარში ყოფილი მინისტრები 10-მდე თანამოაზრესთან ერთად საჯარო დისკუსიისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში მიიწვია. პაპუნა ჯანელიძემ და თინა ხიდაშელმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს. მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საჯარო შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შემდგარიყო, რის შემდეგაც მთავრობის ადმინისტრაციამ ირაკლი კობახიძის შემდეგი განცხადება გაავრცელა:

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს, დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები