მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე: პარაოლიმპიურ თამაშებზე ოლიმპიელების მსგავსად, პრემიები იქნება დაწესებული

ირაკლი კობახიძე

ოქროს მედალზე დაწესებულია მილიონიანი პრემია ჩვენი ოლიმპიელებისთვის, ნახევარი მილიონია ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 000 ლარია დაწესებული ბრინჯაოს მედლის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ზუსტად იდენტური პრემიები იქნება დაწესებული პარაოლიმპიურ თამაშებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარიზის 2024 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე, პარასპორტსმენების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პარაოლიმპიური სპორტის ხელშესაწყობად და პარასპორტსმენებს პარიზში ასპარეზობისას წარმატებები უსურვა.

„იცით, რომ ხელისუფლება ბევრს აკეთებს ზოგადად ქართული სპორტის დასახმარებლად, მათ შორის, პარაოლიმპიური სახეობებს. 2012 წლამდე სპორტის ორ სახეობაში მხოლოდ 3 სპორტსმენი გვყავდა, თანდათანობით ვითარდება პარაოლიმპიური სახეობები და დღეისათვის პარაოლიმპიური კომიტეტი 15 სახეობაში მოასპარეზე 350 სპორტსმენს აერთიანებს. ამის შედეგია ის, რომ დღეს გვაქვს ასეთი მაჩვენებელი პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე - 6 სახეობაში 14 პარასპორსტმენი იქნება წარმოდგენილი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

სპორტის მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოხატულება იყო ის, რომ გავეცით დაპირება ჩვენს ოლიმპიელებზე პრემიებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ოქროს მედალზე დაწესებულია მილიონიანი პრემია ჩვენი ოლიმპიელებისთვის, ნახევარი მილიონი - ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 000 ლარია დაწესებული ბრინჯაოს მედლის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ზუსტად იდენტური პრემიები იქნება დაწესებული პარაოლიმპიურ თამაშებზე თქვენი წარმატებისთვის.

მინდა, კიდევ ერთხელ გისურვოთ ძალიან დიდი წარმატება. ჩვენი მზერა, თავიდან ბოლომდე, თქვენკენ იქნება მოპყრობილი და დარწმუნებული ვარ, გამარჯვებულები დაგიბრუნდებით თბილისში,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები