მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით 27 ივნისს გამოვა

მთავრობა

"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ერთპარტიული პარლამენტის წინაშე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით 27 ივნისს მოისმენს. ეს გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს მიიღეს.

"146-გვერდიან მოხსენებაში საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება, საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა", - ნათქვამია პარლამენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივებისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტებიც განსაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები