„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა.
პარტიის ყრილობაზე დელეგატებმა მის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი. კობახიძის კანდიდატურა უკვე ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.
კობახიძემ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.