საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვალ რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდება. ამის შესახებ "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება.
მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან.
"ირაკლი კობახიძე ვატიკანს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან", - იტყობინება მთავრობის ადმინისტრაცია.
რა არის მიზანი ვიზიტის, მთავრობის პრესრელიზში არ წერია.




























