ირაკლი კობახიძემ სუსის უფროსს მამუკა მდინარაძეს, ვადამდე მიანიჭა მორიგი სპეციალური ვიცე-პოლკოვნიკის წოდება. ეს მდინარაძისთვის წოდების მინიჭების მეხუთე შემთხვევაა.
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორს, მამუკა მდინარაძეს, ვადამდე მიენიჭა სპეციალური წოდება – „სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი“.
უსაფრთხოების სამსახურში მისთვის წოდებების მინიჭება შემდეგნაირად ხდებოდა:
- 2025 წლის 3 სექტემბერს მას მიენიჭა „სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის“ წოდება.
- 2025 წლის 23 ოქტომბერს მიენიჭა „სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტის“ წოდება.
- 2025 წლის 25 დეკემბერს მიენიჭა „სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის“ წოდება.
- 2025 წლის 26 დეკემბერს (ერთი დღის შემდეგ) — „სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის“ წოდება.




























