ირაკლი კობახიძემ, დღეს, მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება გამოსცა.
"საქართველოს კონსტიტუციის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს მამუკა მდიწარაძე საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობიდან", - წერია დოკუმენტში.
დღეს მამუკა მდინარაძემ, რომელიც ამჟამად რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებს და რომელსაც დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი უნდა დაეკავებინა, განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.
მდინარაძე "ოცნების" ხელისუფლებაში 10 წელია სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. მათ შორის თავდაპირველად საკანონმდებლო, შემდეგ კი აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყო.
რამდენიმე წუთის წინ ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მდინარაძემ თავად მიიღო.
წოდებები, პარლამენტი, მთავრობა - მამუკა მდინარაძის თანამდებობების ქრონოლოგია "ოცნების" ხელისუფლებაში




























