მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით მოლაპარაკებების დასაწყებად.

"სატელეფონო საუბრისას ასევე განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები", - წერია მთავრობის პრეს-ელიზში.

ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები