საქართველოსა და ნაურუს (ნაოერო) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამის დოკუმენტს ხელი ნიუ-იორკში, საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.
განკარგულება საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერის თაობაზე, საქართველოს მთავრობამ დღეს გამოსცა.
შეგახსენებთ, ნაურუმ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კობახიძემ მას მადლობა გადაუხადა და გამოთქვა მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით მოლაპარაკებების დასაწყებად.
























