მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ექსპორტის განვითარების ასოციაციის განცხადებას არავითარი ფასი არა აქვს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ექსპორტის განვითარების ასოციაციის განცხადებას არავითარი ფასი არა აქვს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

საქმე ის არის, რომ ექსპორტის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, რომ "რუსული კანონის" მიღებამ და საქართველოს მთავრობის ანტიდასავლურმა, გაურკვეველმა საგარეო კურსმა ევროპელ პარტნიორებში მათდამი ნდობა შეამცირა და ქართველ ექსპორტიორებს ევროპელი პარტნიორები ახალ ხელშეკრულებებს არ უფორმებენ.

კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს იმპორტსა და ექსპორტში ფუნდამენტური ზრდა აქვს და ექსპორტის განვითარების ასოციაციის ეს განცხადება არაფერს ნიშნავს.

"ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის დანამატი და სერიოზულ კომენტარს მათ განცხადებაზე ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის იმპორტ-ექსპორტს, ჩვენ ფუნდამენტური ზრდა გვაქვს ამ წლების განმავლობაში. რაც შეეხება კოლექტიური ნაცმოძრაობის ამ დანამატის განცხადებას არავითარი ფასი არა აქვს" - განაცხადა კობახიძემ.

კითხვას, გამორიცხავთ რომ მართლა აღარ გაუფორმონ ხელშეკრულებები ქართველ ექსპორტიორებს ევროპელმა პარტნიორებმა? - კობახიძემ უპასუხა რომ "ეს არის ფარსი".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები