მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა საკადრო ცვლილებებზე 2 კვირის განმავლობაში მსჯელობდა

საკადრო ცვლილებები

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე მსჯელობა დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ყოველ ჯერზე, რომ მიმართავთ ხოლმე ადმინისტრაციას ვიდრე არ მოხდება ჩვენი მხრიდან ცვლილებების წარდგენა, მთავრობის ადმინისტრაცია აუცილებლად გეტყვით, რომ ცვლილებები არ იგეგმება, მომავალშიც დაიმახსოვრეთ.

დაახლოებით ორი კვირაა ვმსჯელობთ ამ თემასთან დაკავშრებით, როცა მივიღეთ გადაწყვეტილება მაშინ გავუზიარეთ საზოგადოებას", - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ კითხვას, იცოდა თუ არა მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებული საკადრო ცვლილების შესახებ 21 აპრილის დილას, როცა მამუკა მდინარაძეს მორიგ წოდებას ანიჭებდა.

კობახიძემ ახალი უწყების როლი განმარტა და თქვა, რომ შეუძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ საკითხს დავად ადევნოს თვალყური და ამიტომ, ახალი თანამდებობის შემოღება აბსოლუტურად პრაგმატულია.

„საკადრო ცვლილებების საფუძველი არის ძალიან მარტივი – გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის, კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული კოორდინაცია. ჩვენ ამის კარგი პრაქტიკა გვქონდა, პრინციპში, გასული თვეების განმავლობაში, მაშინ როდესაც, მაგალითად, ჩვენ გვიწევდა 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობის აღკვეთა. გვქონდა ძალიან კარგი კოორდინაცია, თუმცა ეს კოორდინაცია არ იყო ფორმალიზებული. ახლა გვაქვს უკვე საშუალება, რომ ფორმალიზებული, ძლიერი კოორდინაციით გავაგრძელოთ მუშაობა. ყოველდღიურ რეჟიმში არის უამრავი საკითხი ერთობლივად გადასაწყვეტი სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ჩემთვის პირადად, შეუძლებელია, ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ საკითხს ვადევნო თვალყური, ამისთვის ახალი თანამდებობის შემოღება არის აბსოლუტურად პრაგმატული და ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა პრემიერმა.

21 აპრილს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ასეთია

  • შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გელა გელაძე შეცვალა სულხან თამაზაშვილმა (ყოფილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე);
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძე შეცვალა გელა გელაძემ;
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი სულხან თამაზაშვილმა დატოვა — მისი შემცვლელი ჯერ არ დასახელებულა;
  • მამუკა მდინარაძე დაინიშნა ვიცე-პრემიერად;
  • ასევე, შეიქმნა ახალი პოზიცია — „სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი“, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტს 22 აპრილამდე უნდა წარდგენოდა, თუმცა ამ დრომდე არ არის ატვირთული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები