2024 წლის ნოემბრიდან, საქართველოს მთავრობის სხდომები ყოველკვირეულად აღარ ტარდება.
მაგალითად: ნოემბერში მთავრობის სხდომა სულ ერთხელ გაიმართა (18 ნოემბერი); დეკემბერში - ორჯერ (2 და 9 დეკემბერი); იანვარში - ერთხელ (20 იანვარი); თებერვალშიც - ერთხელ (24 თებერვალი), ხოლო მარტში მთავრობის სხდომა, ჯერჯერობით, საერთოდ არ გამართულა.
რატომ აღარ იმართება მთავრობის სხდომები ყოველკვირეულად? - ამ კითხვით BMG-მ მთავრობის პრესსამსახურს მიმართა, სადაც შემდეგი პასუხი გაგვცეს: „როგორც კი იქნება შესაბამისი საკითხები, რომელსაც ფიზიკურ ფორმატში სხდომის გამართვა სჭირდება, გავმართავთ [მთავრობის სხდომას]“.
მართალია, მთავრობის სხდომები ყოველკვირეულად აღარ იმართება, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობის მინისტრთა კაბინეტი სხვადასხვა საკითხს ელექტრონულად განიხილავს, გადაწყვეტილებებს იღებს და შესაბამისად, განკარგულებებიც ქვეყნდება.