მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან დავითაშვილი საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივანიც აღარაა

დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივანიც აღარაა - ინფორმაცია BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

BMG-ის კითხვის პასუხად დღეს "ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც განაცხადა, რომ ლევან დავითაშვილი კერძო სექტორში გადავიდა.

„ლევან დავითაშვილი კერძო სექტორში გადავიდა. შესაბამისად ადამიანი, რომელიც წარმართავს ეკონომიკურ პოლიტიკას, არის მარიამ ქვრივიშვილი. თავიდან ბოლომდე მას ვეყრდნობით, როდესაც ეკონომიკურ პოლიტიკას ვაწარმოებთ“, - განუცხადა დღეს BMG-ის ირაკლი კობახიძემ.

ამჟამად, ვინ ასრულებს ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოვალეობას, ჩვენთვის უცნობია. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური საბჭო სხდომები აქტიურად აღარ იმართება. BMG-ის არქივის მიხედვით, ბოლო სხდომა შარშან ზაფხულში გაიმართა.

შეგახსენებთ: მაშინ, როდესაც ლევან დავითაშვილმა საქართველოს მთავრობის მინისტრთა კაბინეტი დატოვა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ის პრემიერ-მინისტრის მთავარი ეკონომიკური მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოზიციას დაიკავებდა.

რამდენიმე კვირის წინ BMG წერდა, რომ ლევან დავითაშვილი ყულევში მშენებარე ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა, რაც ლოგიკურად "ოცნების" მთავრობასთან მისი საქმიანი კავშირის დასასრულს ნიშნავდა.

ლევან დავითაშვილი ყულევში მშენებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა

ირაკლი კობახიძეს უხელფასოდ ორი მრჩეველი დარჩა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები