მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა

მთავრობა

ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს, პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს და სინგაპურის პარლამენტის სპიკერ სია კიან პენგს შეხვდება.

დაგეგმილია ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებთან შეხვედრაც, რომლის მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები იქნება.

პრემიერ-მინისტრი სინგაპურში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები