მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძის თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს "რუსული კანონის" შინაარსი და კონტექსტი განუმარტა

ირაკლი კობახიძე
08.05.24 21:40
403

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს "რუსული კანონის" შინაარსი და კონტექსტი განუმარტა. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

ძალიან საქმიანი შეხვედრა მქონდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და სხვა წამყვან თანამდებობის პირებთან, - წერს იგი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბრის ძირითადი თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი იყო.

„ვისაუბრეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი. გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, რისთვისაც შეგვიძლია, გამოვიყენოთ კანონის განხილვის შესაბამისი პროცედურა“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები