მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძის თქმით, "რუსული კანონის" წინააღმდეგ კამპანია სამარცხვინო იყო

კობახიძე
20.06.24 22:50
1354

სრული ფარსი იყო ის კამპანია, რომელიც გაიშალა საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, კანადის მაგალითი არის ამის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო დადასტურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კანადაში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქართული კანონის კრიტიკას არ ჰქონდა არავითარი საფუძველი.

„ყველა ქვეყანა ზრუნავს საკუთარ სუვერენიტეტზე და კანადაშიც რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ემსახურება უცხოური გავლენების პრევენციასა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. აქედან გამომდინარე, სრული ფარსი იყო ის კამპანია, რომელიც გაიშალა საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. კანადის მაგალითი არის ამის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო დადასტურება. უბრალოდ, სამარცხვინო იყო ის კამპანია, რომელიც ვიხილეთ ჩვენ საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. ყოველგვარი არგუმენტის გარეშე როცა აკრიტიკებ კანონს, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები