მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კოვზანაძე: ჩემი სურვილია, ბიუჯეტის დეფიციტი 7%-ის ქვემოთ იყოს

60c3330e5a062
თელარა გელანტია
11.06.21 14:00
540
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ვარაუდობს, რომ "მინისტრის საათის” ფორმატში დღეს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის პარლამენტში გამოსვლა “მწვავე განხილვის” ფონზე ჩაივლის.

რაც შეეხება კითხვებს, რომლის დასმასაც ირაკლი კოვზანაძე გეგმავს, როგორც მან bm.ge-ს განუცხადა, ნაკლებ კითხვას დასვამს, რადგან თავადაა მომხსენებელი და შესაბამისად, თემებსაც თავად წამოჭრის.

“საკითხი ბევრია. აპრილის თვემ ბევრი რამე შეცვალა - მოგეხსენებათ, მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო. კითხვები დაისმევა ბიუჯეტის მაღალ დეფიციტთან დაკავშირებით - წელს ბიუჯეტში ჩადებულია 7.6%-იანი დეფიციტი და ვმუშაობთ მის შემცირებაზე. მე ვფიქრობ, რომ შესამცირებელია, რადგან მაღალი დეფიციტი მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის არის პრობლემა - ესაა ნომერ პირველი საკითხი.

ფინანსთა სამინისტრო აპირებს 7%-თან ახლოს შეამციროს დეფიციტი, მაგრამ ჩემი სურვილია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 7%-ის ქვემოთ იყოს. ასევე, კითხვები იქნება იმაზე, რომ მაღალი სამთავრობო ვალი გვაქვს და რას ვფიქრობთ ამაზე? ერთ-ერთი საკითხი საგადასახადო შემოსავლებს შეეხება, რადგან ზრდაა და საინტერესოა, როგორ კორექტირდება. მოსახლეობას აწუხებს ფასების ზრდა - მაღალია ფასები, ასევე ლარის კურსი - მოკლედ, ეს ის სტანდარტული თემებია, რაზეც დღეს კითხვები დაისმევა”, - განაცხადა bm.ge-ისთან ირაკლი კოვზანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები