მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კოვზანაძე: სებ-ს მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება მოუწევს

6234738eeb764
თელარა გელანტია
18.03.22 16:00
1268
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის აზრით, საქართველოს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოუწევს.

ამის შესახებ მან bm.ge-ს რუსეთ-უკრაინის ომის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის კომენტირებისას განუცხადა, რომლის დროსაც 7 ფაქტორი გამოყო და მათ შორის გამოწვევების ლარის კურსის სტაბილურობის და ინფლაციის მიმართულებით.
„არსებულ სიტუაციაში იქნება სერიოზული ზეწოლა ინფლაციასა და ლარის კურსზე. ეროვნულ ბანკი აცხადებდა, რომ წლის მეორე ნახევრიდან შესაძლებელი იქნებოდა ინფლაციის ტარგეტთან დაახლოება. ახლა ასე ვეღარ ვიფიქრებთ.

ასევე იყო ყველა მაკროეკონომიკური პირობა იმისა, რომ ლარის კურსი გამყარდებოდა, თუმცა უკვე ახალი გამოწვევები გამოჩნდა.

არის კიდევ ერთი გარემოება: რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ომის პირობებში მკვეთრად გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, დაახლოებით, 20%-მდე. ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა, 2018 წლიდან პირველად, ასევე გაზრდის განაკვეთს არსებული რისკებიდან ინფლაციის მოლოდინებიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი რა, თქმა, უნდა იმოქმედებს ჩვენზე და სავარაუდოდ, ეროვნულ ბანკსაც მოუწევს მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება“, - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

ცნობისთვის: ამჟამად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5%-ია. მპკ-ის მომდევნო სხდომა 30 მარტსაა. რაც შეეხება ინფლაციას, საქსტატის ცნობით, თებერვალში 13.7%-იანი ინფლაცია იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები