მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ლექვინაძე არ გამორიცხავს, რომ 11 კომპანიის მოკვლევისას მორგებული ტენდერები გამოიკვეთოს

ირაკლი ლექვინაძე

"მოკვლევის პროცესმა შეიძლება გამოავლინოს სატენდერო პირობები, რომელიც გარკვეულწილად მიმართული იყოს მხოლოდ ერთი კომპანიის ინტერესზე" - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა. მან განმარტება გააკეთა სამშენებლო ზედამხედველობის 11 კომპანიის მიმართ მოკვლევის დაწყების შესახებ და თქვა, რომ მოკვლევის მთავარი მიზანია გაირკვეს, აქვს თუ არა ამ 11 კომპანიას შორის შესაძლო გარიგებებს ადგილი.

BMG დაინტერესდა, ხომ არაა შესაძლებელი, მოკვლევამ ასევე აჩვენოს, რომ გარკვეული ტენდერები კონკრეტულ კომპანიებზე მორგებული პირობებით ცხადდებოდა და გარკვეულ კორუფციულ გარიგებები ხდებოდა, რაზეც ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ თუ მსგავსი რამ გამოიკვეთება, კონკურენციის კანონმდებლობა შესაბამის გადაწყვეტილებებს ითვალისწინებს.

"ამ ეტაპზე ჩვენ დაწყებული გვაქვს კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 მუხლის მიმართულებით მოკვლევა, თუმცა, აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში მე-10 მუხლი, რომელიც გულისხმობს სწორედ სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვას, მოკვლევის პროცესში შეიძლება მსგავსი რამეც გამოვლინდეს. ჩვენ ამას არ გამოვრიცხავთ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარი ხაზი ამ ეტაპზე არის კომპანიებს შორის შესაძლო გარიგებები",- ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

ის დასძენს, რომ კორუფციის შესწავლა არაა კონკურენციის სააგენტოს მანდატი.

რატომ დაიწყო მოკვლევა სამშენებლო ზედამხედველობის 11 კომპანიის მიმართ? - ირაკლი ლექვინაძის განმარტება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები