მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი რუხაძე ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტია - ჯო უილსონი

ჯო უილსონი

ირაკლი რუხაძე ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტია, მისი პროპაგანდისტული კომპანია “იმედი ტვ” 24/7-ზე მაუწყებლობს ამერიკის ზიზღს, სანქციები გზაშია, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე წერს.

“ირაკლი რუხაძე ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტია და რამდენიმე კორუმპირებული აქტივი უკავია თავისი „ბოსისთვის“, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის, ომის დამნაშავე პუტინისთვისა და ირანული რეჟიმისთვის ყიდის საქართველოს.

მისი პროპაგანდისტული კომპანია “იმედი ტვ” 24/7-ზე მაუწყებლობს ამერიკის ზიზღს. სანქციები გზაშია“, - წერს უილსონი და აღნიშნულთან დაკავშირებით, სურათსაც აქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები