ირანის პარლამენტის ეკონომიკის კომიტეტმა ეროვნული ვალუტის, რიალის რედენომინაციის რეკომენდაცია გასცა. ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, ამჟამად არსებულ სავალუტო მაჩვენებელს ის დამატებითი 0-იანები ჩამოშორდება, რომელიც არამარტო ნდობას უკარგავს ვალუტას, არამედ საბანკო გადარიცხვებსაც ართულებს. მაგალითისთვის, თუ ახლა 1 რიალის აღსანიშნად იწერება 10,000, ცვლილების შემდეგ, დამატებით 4 ნულიანის მიწერა საჭირო აღარ იქნება. შესაბამისად, თუ რძის ფასი 20,000 იყო, მისი ფასის აღსანიშნად, დაიწერება 2 რიალი.
ამასთან, იგეგმება ქვედაერთეულის, ღერანის შემოღება და ის ქართული თეთრის ანალოგი იქნება. შედარებისთვის, რამდენადაც 1 ლარი უდრის 100 თეთრს, იმდენადვე იქნება 1 რიალი 100 ღერანის ტოლფასი.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური რეფორმა რეალურ ფასზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს და მას უფრო მეტად კოსმეტიკური დანიშნულება ექნება. ირანში მოელიან, რომ რედემონინაციის განხორციელებით მნიშვნელოვნად შემცირდება ფულის ბეჭდვის ხარჯები და გამარტივდება სავალუტო ტრანზაქციები.




























