ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ნებისმიერ არაბულ თუ ევროპულ ქვეყანას, რომელიც თავისი ტერიტორიიდან აშშ-ისა და ისრაელის ელჩებს გააძევებს, დღეიდან ჰორმუზის სრუტით თავისუფლად სარგებლობის უფლება მიეცემა. ირანის სახელმწიფო მაუწყებლის, IRIB-ის ცნობით, გუშაგთა კორპუსი ქვეყნებს სტრატეგიული მონაკვეთის გამოყენების „სრულ უფლებასა და თავისუფლებას" მისცემს, თუ ისინი ვაშინგტონთან და თელ-ავივთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტენ.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის სრუტის ორივე მხარეს ასობით გემია გაჩერებული, რადგან ნავთობისა და გაზის გადამზიდი ხომალდები ირანის მხრიდან ცეცხლის გახსნის საფრთხეს ხედავენ. ამასთან, მათ გარანტიებს ვერ აძლევენ ვერც სადაზღვევო კომპანიები და ვერც სახელმწიფოები. შეგახსენებთ, პრეზიდენტი ტრამპი ხომალდებისთვის სამხედრო ესკორტის გაყოლების ინიციატივით ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, თუმცა მას შემდეგ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს.
ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტეზე გლობალური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი მოდის, მისი ბლოკირება კი მსოფლიო ენერგობაზარზე ფასების მკვეთრ მერყეობას იწვევს. მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ ირანის ამ ინიციატივას ანალიტიკოსებ განიხილავენ, როგორც მცდელობას, დიპლომატიური იზოლაციისა და ეკონომიკური ზეწოლის გზით აიძულოს დასავლეთი და რეგიონული პარტნიორები, უარი თქვან აშშ-ისა და ისრაელის მხარდაჭერაზე და უბიძგონ მოკავშირეებს ბრძოლების შეწყვეტისკენ.




























