მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანი ჰორმუზის სრუტეში სავალდებულო გადასახადის დაწესებას გეგმავს

ჰორმუზი

ირანის ხელისუფლებამ ჰორმუზის სრუტეში გამავალი უცხოური გემებისთვის სპეციალური მოსაკრებლის დაწესების შესახებ კანონპროექტის მომზადება დაიწყო.

ქვეყნის მთავრობა განიხილავს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ყველა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც სრუტეს ენერგორესურსების, საკვები პროდუქტებისა თუ სხვა ტვირთების გადასაზიდად იყენებს, ირანის სასარგებლოდ ტრანზიტის საფასურს გადაიხდის.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებისა და ექსპერტების შეფასებით, ბუნებრივ საზღვაო დერეფანში გადაადგილებისთვის გადასახადის დაწესება საერთაშორისო სამართლისა და საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს კონვენციის ნორმებს ეწინააღმდეგება.

მიუხედავად ამისა, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა სრუტეში საკონტროლო პუნქტების სისტემა უკვე აამოქმედა. გავრცელებული ინფორმაციით, ცალკეულმა გემებმა უსაფრთხო გავლის სანაცვლოდ საფასური ჩინურ იუანში უკვე გადაიხადეს.

სპარსეთის ყურის ქვეყნები და დასავლური სახელმწიფოები ირანის ამ ქმედებას ეკონომიკურ ტერორიზმად აფასებენ და საპასუხო ზომების მიღებას გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები