მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანი საკუთარ ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო ინსპექციას არ შეუშვებს

ირანი
BM. GE
21.11.25 23:17
493

ირანის ისლამური რესპუბლიკის გადაწყვეტილებით, ყველანაირი თანამშრომლობა, რომელიც საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან (IAEA) აკავშირებდათ, შეწყვეტილია. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში უნდა მომხდარიყო აშშ-ის მიერ დაბომბილი ირანული საწარმოების ინსპექცია, რაზედაც ოფიციალური თეირანი უარს აცხადებს.

თანამშრომლობის შეწყვეტა პირდაპირ უკავშირდება სააგენტოს მმართველო საბჭოს მიერ 20 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც ირანს მოსთხოვა, რომ “ზუსტი ინფორმაცია” გადაეცათ მათი გამდიდრებული ურანის მარაგისა და ბირთვული პროგრამის შესახებ. საუბარია იმ მარაგებზე, რომელიც აშშ-მ და ისრაელმა ივნისში დაბომბეს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნები ირანისადმი მტრულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. რეზოლუციას მხარი 19-მა სახელმწიფომ დაუჭირა, მათ შორისაა აშშ და ევროპული სახელმწიფოები.

მწვავე განხილვის საგანს წარმოადგენს აშშ-ის მიერ დაბომბილი ფორდოსა და ნათანზის საწარმოები, რომელთა შესახებაც ინფორმაციაზე წვდომა IAEA-მ ივნისის შემდეგ დაკარგა.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ირანის მფლობელობაში არსებული გამდიდრებული ირანის რაოდენობა. IAEA-ის დირექტორის განცხადებით, ირანულ მასალას “ძალიან ცოტა” უკლია საბრძოლო მოქმედებაში მოყვანამდე. რაფაელ გროსიმ ასევე გააჟღერა, რომ არსებული მარაგები ათამდე ბირთვული იარაღის დამზადებას თავისუფლად ეყოფა.

ოფიციალური თეირანი საერთაშორისო ინსპექციის საკუთარ ტერიტორიაზე შეშვებასთან დაკავშირებით მტკიცე უარს აცხადებს. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაქვემდებარების ქვეშ ფუნქციონირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები