ირანის ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა - მიმდინარე კვირას ერთი დოლარის ღირებულებამ 450,000 რიალი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ რიალი სავალუტო ბირჟაზე თავისუფლად არ ივაჭრება და მისი გაცვლითი კურსის ფორმირებაში აქტიურად ერევა ქვეყნის ეროვნული ბანკი, რომელიც ვალუტის კურსის ფიქსირების მიზნით სხვადასხვა მექანიზმს იყენებს.
გარდა ამისა, ირანში აკრძალული სავალუტო სპეკულაცია, ანუ ეროვნული ვალუტით ვაჭრობა, რაც კანონმდებლობით ისჯება და პატიმრობას ითვალისწინებს.
მიმდინარე კვირას დაფიქსირებული დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ირანი-დასავლეთის ურთიერთობების დაძაბვასთანაა დაკავშირებული. ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ევროპარლამენტმა ისლამური რევოლუციური დაჯგუფება IRGC ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო; ქვეყნის ლიდერის, აიათოლა ხომეინისა და პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისინის წინააღმდეგ კი სანქციების ახალი პაკეტი შემუშავდა.