მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანის პარლამენტის სპიკერი ალი ლარიჯანი კორონავირუსით დაინფიცირდა

5e8642d4746eb
თამთა ჯიჯავაძე
02.04.20 23:52
946
ირანის პარლამენტის სპიკერი ალი ლარიჯანი კორონავირუსით დაინფიცირდა. ის ირანში ყველაზე მაღალი რანგის ჩინოსანია, რომელსაც COVID-19-ი დაუდასტურდა.

ლარიჯანი უკვე 12 წელია პარლამენტის სპიკერის პოზიციას იკავებს და ყველა საპარლამენტო სხდომას თავმჯდომარეობს. ის ასევე ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი და ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ხამენეის ყოფილი მრჩეველია.

შეგახსენებთ, ირანში კორნავირუსით დაინფიცირების 50 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. დაიღუპა 3 160 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები