28 თებერვლიდან დღემდე, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო კამპანია ქვეყანას დაახლოებით $48.3 მილიარდი დაჯდა.
ეს მონაცემი სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე პენტაგონის წარმომადგენელმა ართურ მილერმა გაასაჯაროვა. მილერის განმარტებით, ეს თანხა საბრძოლო მასალის, აღჭურვილობის ჩანაცვლებისა და ოპერაციულ ხარჯებს მოიცავს.
თუმცა, აღსანიშნი ფაქტია, რომ წარმოდგენილი შეფასება ახლო აღმოსავლეთში ირანის თავდასხმების შედეგად დაზიანებული ამერიკული სამხედრო ობიექტების აღდგენის ხარჯებს არ მოიცავს. სენატორ რიჩარდ ბლუმენტალის შეკითხვების საპასუხოდ, პენტაგონის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დამატებითი დანახარჯები ამ შეფასებაში ასახული არ არის და აღნიშნა, რომ სარემონტო სამუშაოების ზუსტი ღირებულება ჯერ ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, ომი 28 თებერვალს, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის იერიშებით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა ივნისში ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს, მოლაპარაკებების შეფერხების შემდეგ, აშშ-სა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებები კვლავ განახლდა.
























